ადამიანების ინტელექტი vs უცხოპლანეტელებისა


#43

ეგ ყველაფერი არის ადამიანის სოციალური თვისებები (ისიც იდეალური ადამიანური თვისებები)
რატომ უნდა ჰქონდეს ეს ყველაფერი სადღაც სხვა პლანეტაზე წარმოშობილ სიცოცხლეს?

შანსი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უბრალოდ სურვილი უფროა ვიდრე რეალური მსჯელობით გამყარებული თეზა


#44

ნუ მივაწერთ არამიწიერ არსებებს ადამიანისთვის დამახასიათებელ მორალურ ჩარჩოებს, შეიძლება მათი გაგებით აბსოლუტურად ჰუმანისტები იყვნენ და ჩათვალონ რომ პლანეტის განადგურება უფრო ჰუმანური იქნებოდა, ვიდრე ყურება იმისა თუ როგორ ვიტანჯებით ჩვენ ამ დაბინძურებულ, ომებით სავსე სამყაროში.


#45

მეც მაგას ვამბობ რომ რახან არ ვიცით ვინ სად და როგორი შეიძლება იყოს (საერთო არის თუ არა ვინმე) შეგვიძლია ვივარაუდოთ ყველაფერი მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე.

იქნებ ავატარის პონტის საზოგადოებაა?


#46

ავატარის “საზოგადოება” მთლიანად ადამიანური საზოგადოების (კერძოდ, ინდიელების კულტურის) ასლია, ძალიან ადამიანური თვისებებით

თავი რომ გავანებოთ სამყაროს, რომელიც ასევე საოცრად ჰგავს აქაურს

სიცოცხლის სხვა ფორმას, ადამიანური თვისებები რატომ უნდა ჰქონდეს?


#47

ლოგიკური განვითარებით ჩვენ თუ აქ მოვედით რატო არ მოვიდოდნენ ან მოვლენ ისინი?


#48

იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ გარემო პირობებში განვითარდებოდნენ
ის რომ ჩვენი წარმოდგენა გონიერ არსებაზე ადამიანზე შორს ვერ მიდის (ლურჯი კანი და დიდი ყურები მეათეხარისხოვანია) - ეგ ადამიანის წარმოდგენის პრობლემაა

ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვქონდა, რაზეც ძალიან ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა
ელემენტარულად 65 მილიონი წლის წინ ასტეროიდის შეჯახება რომ არა ადამიანი საერთოდ არ გაჩნდებოდა და საერთოდ მოხდებოდა თუ არა თბილსისხლიანების დომინირება - ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა

ან თუნდაც ადამიანის წარმოშობაში ჰომო საპიენსების ე.წ. population bottleneck რომ არა, შეიძლება გაცილებით სხვანაირი ყოფილიყო განვითარება და საერთოდ სხვა გენების (და თვისებების) მქონე ადამიანები ყოფილიყვნენ დომინანტები

ან საერთოდ აბსოლუტურად სხვა სახეობა

და ა.შ. და ა.შ.

ეს კონკრეტული ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები (ჰუმანიზმი, სიყვარული, სიკეთე, etc) არის ამ კონკრეტული ევოლუციური გზის შედეგი და არა სამყაროში არსებული კანონზომიერება. ცხოველებში სხვა ფორმებიც გვხვდება - მაგ. ფუტკრები, ჭიანჭველები (ფაქტიურად მონათმფლობელობა). თუ უფრო ექსტრემალურებზე წავალთ - ობობები, ჩოქელები (კანიბალიზმი)

რატომ გგონია რომ მაინცდამაინც ადამიანის თვისებები უნდა ჰქონდეთ და არა იგივე ჩოქელების, სადაც მდედრი მამს განაყოფიერების დროს თავს აჭამს? :grin:


უცხოპლანეტარული ცივილიზაციების არსებობის ვერსიები
#49

თუ არსებობენ 99.99% ეგრე იქნება


#50

და საიდანაა ეს რიცხვი?


#51

ჩემი სუბიექტური აზრიდან :slight_smile:


#52

ავატარი მაგარია :smiley: ინდიელი კატები რო არიან :smiley: ენაც კი არ შეუცვლიათ. ისე თვითონ პლანეტის პრინციპი მაგარია მანდ, distributed brainის პონტი როა მთელი ბიოსფერო.


#53

ეგაა ერთადერთი “უნიკალური” მანდ (ნუ უნიკალური რამდენად, ეგეც საკითხავია)

მოკლედ ვერ ქაჩავს ადამიანის ტვინი არამიწიერი არსებების წარმოდგენაში და ჰა :grin: რაც გვაქვს იმაზე შორს ვერ მივდივართ

უზარმაზარ მწერებზე ვკაიფობ კიდე, ბიოლოგიის ყველა პრინციპს რომ წიხლზე იკიდებენ :grin:


#54

და ყველას ან ამერიკული აქცენტი აქვს, ან ახლოაღმოსავლურ-არაბული :smiley:.


#55

:smiley: აჰა

მარა აი ხერხემლიანები, 4 კიდურის მქონენი და პახოდუ ორ ფეხზე მოსიარულეები ძალიან პრიკოლია

თან ლაპარაკით კომუნიკაციას რომ ახდენენ, ან უფრო ეპიკურია - ტელეპათიით

იქნებ იმათ პლანეტაზე ჩვენი ბგერითი ტალღების დიაპაზონში ხმაურია და უფრო მაღალ სიხშირეებში (20000ჰც+) აწყობენ ბგერას ? ჰა? ვერა?

:grin:


#56

მე მგონი, სცენარისტებს და კრეატიულ ჯგუფს უნდა დაურიგო ლსდ და დაელოდო შედეგებს, თორემ ეს ჰოლივუდის დაშტამპული კონვეიერი ძალიან ცუდ სტერეოტიპებს ქმნის :smiley:.


#57

ეტყობა ვერ ქაჩავს სხვანაირი საიფაი თუ რა არის არ ვიცი

ისე არ გაიგო რომ ან ხერხემლის ანალოგის ან კიდურების წინააღმდეგი ვარ (კონვერგენციის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიანაც შესაძლებელია), მარა როცა უცხოპლანეტელი გამოგყავს 3 წლის ბავშვის ნახატის ვიდზე და თან ადამიანური თვისებებით - ნამუს ჩკა? :grin:

ან 3 მეტრიანი მწერები :smile: ბუუუუუ so scary


#58

იმას ხატავენ, რისიც ადამიანების უმრავლესობას ეშინია. ტარაკნები, ობობები, ქვეწარმავლები, ან თითქმის უფორმო მოციმციმე ფიგურები. ეს უკანასკნელი კი სუფთა საეკლესიო მითოსიდან მოდის :). სხვანაირი ვერ წარმოუდგენიათ, ასე რომ მართალი ხარ - ჩვენი ინტელექტი ჯერ შორსაა იმისგან, წარმოიდგინოს ის, რაც აქ არაა.

პ.ს. Aliens-ში დახატული სქემაც არაა მთლად უცხო როგორც მახსოვს, რომელიღაცა მწერი დებს კვერცხებს სხვა მწერის სხეულში.


#59

პარაზიტიზმის მაგალითები დედამიწაზე ისეთებია, განსაკუთრებით მწერებში, რომ უნდა იოცნებო მსგავსი არაფერი არსებობდეს სხვაგან

არადა შანსი არაა რომ არ არსებობდეს :grin:

http://www.cracked.com/article_17199_the-7-most-horrifying-parasites-planet.html


#60

მე მაინტერესებს პლანეტები ჟანგბადის მოზრდილი ხვედრითი წილით ჰაერში და შედეგად მოზრდილი მწერები

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ეგ მზარავს, სანამ რამე უკეთესს არ შემომთავაზებენ :smile:


#61

ვააააახ…

Back to Stargate.


#62

ეგ მოჟნა, მარა ეგენი ჩვენთან ვერ გაძლებენ, შანსი არაა :smile: